|
2018-06-01 21:09:54, 1497 ნახვა
სამართალი
„მზად ვარ ჩემი შვილის ღირსებისთვის სული დავლიო“ - სარალიძე შსს-ს შეთავაზებაზე უარს ამბობს
„მე მაგათი დაცვა არ მჭირდება“ - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც თანახმად მისი სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს. მისი თქმით, ის ვერ ხვდება, მთავრობამ ვისგან უნდა დაიცვას. „თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვე ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებენ და სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება . მე მზად ვარ ჩემი შვილის ღირსებისთვის და ჩემი ქართველი მომავლისთვის აქვე დავლიო ჩემი სული და დავღვარო ჩემი სისხლი. ვისგან უნდა რომ დამიცვას ამ მთავრობამ ვერ ვხვდები. ვისგან? რა შაშიშროებას შეხედეს? ახლა ზრუნავენ ჩემე, როცა ჩემი შვილის ღირსებაზე, არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე არ უზრუნვიათ. ლევან დადუნაშვილის ღირსებაზე არ უზრუნვიათ. ახლა უნდათ ჩემი დაცვა? ფუი მაგათ!“,- გაანცხადა სარალიძემ. შეგახსნებეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძის სიცოხლის ხელყოფის საფრთხეს არსებობს. უწყებამ სარალიძეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)