16:37 - 23 Jun, 2026
|
2018-06-01 19:16:45, 1313 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა პარლამენტთან 3 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის სამი მონაწილე დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ცნობისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეება საავტომობილო გზა სრულად გადაკეტეს. ადგილზე ასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას და სხვა შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)