|
2015-05-28 10:40:57, 629 ნახვა
სამართალი
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პიროვნებას ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1971 წელს დაბადებულ, თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რ-ში, მე-15 კორპუსის N142 ბინაში მცხოვრებ თამაზ ჯუმბერის ძე გუდაძეს. იგი 2015 წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ თამაზ გუდაძის სამძებრო მოქმედებებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი. ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული შეტყობინებები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარესათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თამაზ გუდაძის აღწერილობაა: 175 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით. ტანთ ეცვა: ცისფერი „კაპიშონიანი“ ქურთუკი, შავი შარვალი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული თამაზ გუდაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577-53-94-60; 032 241-31-32;593-244-243
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)