21:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 20:28:12, 1182 ნახვა

კომენტარი
„რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები?“ - სააკაშვილი თბილისში მიმდინარე აქციას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა არაფერს შესვლის და დასძინა, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემიდან ყველა ძველი მოსამართლე დაითხოვონ. 

"ამ სისტემაში სხვანაირად არ იქნება. მინისტრმა დანიშნა თავის ახლო ნათესავი გენერალური ინსპექციის უფროსად, იმის შვილმა მოკლა ბავშვი და ყველა ხელს აფარებს, იმიტომ რომ იმას აქვს ისეთი დავალება შესრულებული ივანიშვილისთვის, რომ იმას ხელს ვერავინ აკარებს. რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები,რომლებიც არიან ამ სისტემაში?- ამათ ხელთათმანებივით იცვლის მაფიოზი. რა თქმა უნდა სწორია შოთაძის გადადგომა, მაგრამ შოთაძე ვინ არის? ზუსტად ასე გადააყენეს ფარცხალაძე მისცა ივანიშვილმა ფული და გადასარევად არის მოწყობილი,ზუსტად ასევე მისცემენ შოთაძესაც პენსიაზე ფულს და ივლის გარშემო. რა შოთაძის გადაყენება, ყველა ძველი მოსამართლე არის გასაყრელი, ეს პროკურატურა არის დასაშლელი, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ეგრევე უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები“, -განაცხადა სააკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics