21:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 19:39:06, 1167 ნახვა

კომენტარი
კუპრავა: გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი და შევარჩიოთ მთავარი პროკურორი

ჩვენ გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი და შევარჩიოთ მთავარი პროკურორი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ზაზა სარალიძის ინიციატივაა, შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით, სადაც იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან. მთავარი პროკურორობისთვის ადვოკატებისა და იურისტებისგან შევარჩიოთ წესიერი კანდიდატი. ამავდროულად მოთხოვნა უფრო მკაცრდება მირზა სუბელიანისა და ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემის შესახებ", - განაცხადა კუპრავამ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაიკავონ.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე რამდენიმე წუთის წინ გადადგა. შოთაძის განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics