|
2018-05-30 13:13:13, 1157 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ასადი რომ გაღიარებს ეს დადასტურებაა, რომ ხარ არალეგიტიმური და შენი მოკავშირე სისხლიანი რეჟიმია
"ევროპილი საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით საკითხის დასმას აპირებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა იმუშავოს ისეთი მიმართულებით, რათა მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. "ასადი რომ გაღიარებს ეს დადასტურებაა, რომ ხარ არალეგიტიმური, შენი მოკავშირე სისხლიანი რეჟიმია და ორივე ხართ პუტინის რეჟიმი! თუ დადასტურდება ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტომ ამის შესახებ პრესისგან გაიგო, ეს არის უკვე დიაგნოზი ჩვენი ხელისუფლების შიგნით, რადგან მთავრობამ ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს, რომ არ მოხდეს აღიარება. ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჩაუტარებია საჭირო სამუშაო იმ პარტნიორებთან, ან თუნდაც ძალიან პრობლემატურ პოლიტიკურ მოთამაშეებთან, ვისთანაც ის უნდა მუშაობდეს და ამის დასტური არის ის, რომ პრესიდან გაიგეს ამ ფაქტის შესახებ. თუ კი ეს ფაქტი საბოლოოდ დადასტურდება, ამაზე მეტი არაკომპეტენტურობა და უსაქმურობა ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ბუნებრივია, პარლამენტის და პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლი და ვალდებულებაა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ამ თემაზე აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი და დავუსვათ კითხვები. რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ საკითხს ბოლომდე დავსვამთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. , შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)