|
2015-05-27 17:01:27, 780 ნახვა
სამართალი
პოლიციის უფლებამოსილებები, შესაძლოა, გაიზარდოს
პოლიციის ფუნქციები, შესაძლოა, გაფართოვდეს. ცვლილებას „პოლიციის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის თანახმად, პოლიციის ფუნქციებს დაემატება საექსპერტო–კრიმინალისტური საქმიანობა და დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება. ამასთან, პოლიციას საკანონმდებლო დონეზე განესაზღვრება შესაბამისი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება. კერძოდ, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს ზიანს არ მიაყენებს. კანონით გათვალისწინებული ცვლილება ასევე განსაზღვრავს პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობას, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან. აქვე, პოლიციის ფუნქციებში აღარ შევა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინების მიღებისა და შესაბამისი უფლებამოსილ სუბექტებზე განაწილება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)