|
2015-05-27 16:03:06, 806 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტზე ბიზნეს სექტორის არგუმენტებს ისმენს
„ეროვნულ ბანკში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველ რიგში ბიზნესის პოზიცია უნდა მოვისმინოთ“,-ამის შესახებ ბიზმესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ბიზნეს გაერთანებებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ახალი კანონპროექტია, რომელიც ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც გახარიამ აღნიშნა, მას კანონპროექტის ავტორებთან დიალოგი არ ჰქონია. „იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ პირველ რიგში ბიზნესის პოზიცია უნდა მოვისმინოთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პროცესი არის ინიციატივა, რომელსაც თავისი არგუმენტები აქვს. ამიტომ გახლავართ აქ დღეს რომ ამ პოზიციის არგუმენტაცია მოვისმინო. არის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივა, არის ბიზნესის პოზიცია. მე როგორც ბიზნეს ომბუდსმენი მინდა, რომ მათი არგუმენტები მოვისმინო“,-განაცხადა გახარიამ. გახარიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების და პირველი რიგში ეროვნული ვალუტის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირება სწორი არ არის. მისივე თქმით, ეს ვნებს როგრც ეკონომიკას ასევე ბიზნესს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)