|
2018-05-26 17:58:57, 1542 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული კურსის ერთგული დარჩა
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ერთგული დარჩა ევროპული კურსის, რომელიც 100 წლის წინ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აირჩია. როგორც ჯანელიძემმ აღნიშნა, შექმნილი რესპუბლიკა იმ დროისთვის საუკეთესო სტანდარტებს ეფუძნებოდა. "მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, 100 წლის წინ 26 მაისს, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს იყო რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნებოდა იმ დროისთვის საუკეთესო სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს, ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი დღესაც არის ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროპული მისწრაფებების კუთხით. პირველი რესპუბიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს, იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ვართ ძალიან ახლოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პატნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრის მიერ" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, საქართველოს არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და ნატო-სთან როგორც დღეს. მინისტრის თქმით სწორეს ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი, საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი კეთილდღეობა და ახალი თაობებისთვის ნათელი მომავალი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)