|
2015-05-27 13:49:04, 493 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ანჟეი დუდას პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია პოლონეთის რესპუბლიკასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)