|
2018-05-25 17:53:46, 1254 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: საქართველოს ეროვნული დღესასწაული ვერ იქნებოდა შემდგარი ძლიერი მეგობრის - ლიეტუვის მონაწილეობის გარეშე
საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრის ძირითად საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე ვერ იქნებოდა შემდგარი საქართველოს ძლიერი მეგობრის და მხარდამჭერის - ლიეტუვის მონაწილეობის გარეშე. "ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქართულ- ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატო-სთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული და დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვური პოზიცია ამ თვალსაზრისით, როგორც ტრადიციულად, ჩვენი მხარდამჭერი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მე მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების პერსპექტივა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმზე, მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით დგომისათვის არამარტო გაჭირვების, არამედ სიხარულისა და ზეიმის დროსაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)