11:18 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 12:00:11, 1326 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგიამ მოახდინა ბაზრის კვლევისა და საექსპერტო წყაროების შესწავლა, ასევე, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი, რათა გამოევლინა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას.

„ამ აღიარებით  ჩვენ ვაჯილდოვებთ ბანკებს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები, მუდმივად ზრდადი და კომპლექსური ბაზრის პირობებში,  არიან ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კასტოდიან ბანკები, რომლებსაც კლიენტის აქტივებს ანდობენ “,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებას და შენახვას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics