|
2018-05-24 17:22:51, 1694 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
21-23 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „ალიანსი ენერგოდაზოგვისთვის“ (Alliance to Save Energy) და „კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრის“ (Copenhagen Centre on Energy Efficiency) მიერ ორგანიზებულ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში (EE Global 2018) მიიღო მონაწილეობა. ფორუმი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სკანდინავიური სუფთა ენერგიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მოხსენება გააკეთა UN Environment-ის, UN DESA-სა და UNEP-DTU Partnership - ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის (SDG7) როლს მდგრადი მომავლის ტრანსფორმაციულ გზებში. ფორუმის დროს განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის გამოყენება და მდგრადი განვითარება. წლევანდელ ფორუმში დაახლოებით 30 ქვეყნის 400-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი (decision-maker) მონაწილეობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)