11:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 14:29:02, 1275 ნახვა

კომენტარი
შოთაძე: ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეში უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები

„ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურა საქმეზე დეტალურ ინფორმაციას გაასაჯაროვებს.

„ამ საქმეზე საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ გამოძიების პროცესში, რომელიც ეხება სამართალდამცავები მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილების ოჯახი. შესაბამისა, მას შემდეგ, რაც ეს გამოძიება ამოიწურება, საქართველოს პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად და მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, საზოგადოებას მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას“, - განაცხადა შოთაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics