|
2018-05-24 12:24:35, 1251 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ტყის ეროვნული აღრიცხვა არის მძლავრი საინფორმაციო წყარო და ინსტრუმენტი სატყეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პროცესებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხში. „დღეს, ჩვენ ვართ ისტორიული ფაქტის მომსწრე. საქართველოში პირველად ხორციელდება ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესი, რომლის საფუძველზეც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ტყის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგების წარმოების“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ. საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა განაცხადა საქართველო მზად არის განახორციელოს ფუნდამენტალური რეფორმა სატყეო სექტორში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის კუთხით. „დღეს საქართველოში პირველად ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის განხორციელება იწყება, ჩვენი მიზანია შევქმნათ მონაცემთა უფრო ფართო და გამჭვირვალე ბაზა, რაც ქვეყანაში ეფექტური ტყის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მოხარული ვარ ამ პროექტის დაწყებით და მოუთმენლად ველით პირველ შედეგებს“,- განაცხადა დანიელ ჰაასმა. ღონისძიების ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად, კოჯრის ტყეში, ტყის ეროვნული აღრიცხვის სადემონსტრაციო საველე სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)