|
2018-05-23 18:02:17, 917 ნახვა
სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამჟამად საინფორმაციო შეხვედრებს კახეთის რეგიონში მართავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცის აწვდიან და პირობებს დეტალურად აცნობენ. დღეს საინფორმაციო კამპანია ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე თელავში დისლოცირებული მეოცე კადრირებული ბრიგადის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობასთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. ჯარისკაცები მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და იმ პრივილეგიებზე ესაუბრნენ, რითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ისარგებლებენ. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთებიც დაარიგეს. ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩაატარეს და უხლოეს მომავალში ქალაქ თელავში დაასრულებენ. საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინაროებს. ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის ასევე მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)