11:16 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 09:31:14, 1352 ნახვა

ეკონომიკა
ტაო ჟანგი: საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების მიმართულებით

"მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და რეფორმების კუთხით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამ შეხვედრაზე, რომ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა განხორციელდეს დასახული მიზნები და რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა, რომლის გატარებაშიც საქართველოს სავალუტო ფონდი დახმარებას გაუწევს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics