|
2018-05-22 17:55:24, 1468 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: საქართველოსთვის, რუსეთისთვის და თავად ევროპული სასამართლოსთვის, ხვალინდელი პროცესი ისტორიულია
ხვალინდელი პროცესი ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, რუსეთისთვის და თავად სასამართლოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში ხვალ ამ მასშტაბის დარღვევების განხილვა პირველად მოხდება. „ეს არის სასამართლო დავის გამოძიების ათწლიანი შეჯამება. გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც კონფლიქტის აქტიური ფაზა იყო და ცეცხლი შეწყვეტილი არ იყო. ყველფერი ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველო წელს ზეიმობს რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. ეს ისტორიული მომენტია ყველასთვის. ფსონები უკიდურესად სერიოზულია არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, რომლისთვისაც ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს იქნება ისტორიის პირველი ოფიციალური გადმოცემა და საკითხის განსჯა. ვიმედოვნებთ, რომ იმ თემის გააზრება ზედმიწევნით ზუსტად მოხდება, რაც ახლა გრძელდება. ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის არამედ ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოსთვისაც, რადგანაც პირველად მოხდება ამ მასშტაბის დარღვევების განხილვა. ეს დიდი გამოწვევაა სასამართლოსთვის, რომლის უზენაესობა დაცული უნდა იყოს“,- აღნიშნა ემერსონმა. ცნობისთვის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საქმის განხილვა სტრასბურგში ხვალ, გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)