|
2018-05-22 16:30:50, 1414 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ყველა ზომაა მიღებული, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღოს
„ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქმის თითოეული დეტალი განიხილეს. „პარლამენტი დაინტერესდა ამ საქმის მიმდინარეობით. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრა, სპეციალური შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ თითოეული დეტალი ამ საქმის, მათ შორის, განვიხლეთ ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტებია, მტკიცებულებები წარმოდგენილი და ჩვენ ვფიქრობთ, დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)