|
2018-05-22 13:43:07, 1320 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: საქართველო ისტორიის წინაშე სრულიად მართალია და ჩვენ ვართ ცალსახად რუსული აგრესიის მსხვერპლი
„იმედი მაქვს, რომ იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ისტორიული სიმართლე აღდგეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს წარმატების შანსი სასამართლოში ძალიან მაღალია. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისტორიის წინაშე სრულიად მართალია და ჩვენ ვართ ცალსახად რუსული აგრესიის მსხვერპლი. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ევროპაში რუსეთთან მიმართებაში არსებობს და არავის ეჭვი აღარ ეპარება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაში, საქართველოს წარმატების შანსი სასამართლოში არის ძალიან მაღალი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ეს არის ისევ დღევანდელი ხელისუფლების არაერთგზის გაკეთებული განცხადებები, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობაც არის. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები ვერ შეცვლის მთლიან სურათს და იმედი მაქვს, რომ ამ განხილვის ფონზე მაინც ხელისუფლება და პირველ რიგში იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ისტორიული სიმართლე აღდგეს და ევროპის სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ისტორიულ სიმართლეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)