11:17 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:26:54, 1316 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება.

შეხვედრა გაიმართება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელთან ტაო ჟანთან საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს, გარდა ამისა, საუბარი წარიმართება საკრედიტო - საგარანტიო რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, საქართველოში საბანკო კრედიტებზე წვდომაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდის დაჩქარებაში.

ასევე იგეგმება შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან და მის გუნდთან, რომელთანაც საუბარი იქნება ფონდთან საქართველოს პროგრამის მიმდინარეობაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics