|
2018-05-21 21:25:35, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ეს იყო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია
„ეს იყო ქვეყნისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდაგმათ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრისა და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის შეფასებისას განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პლენარულ სესიაზე, ამერიკელ პარტნიორებთან განხილული იქნა ქარტიის თანამშრომლობის ყველა მიმართულება და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. მან ასევე განაცხადა, რომ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ასევე საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა. „ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი და ძალისხმევა ეკონომიკური რეფორმების გატარების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო -აშშ-ს ეკონომიკურ თანამშრომლობას რომელიც ახალ ეტაპზე გადადის ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ურთიერთობასა და სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინისტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყნაშია განხორციელებული და იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით რაც ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ამერიკული ბიზნესისთვის, გადაიდგას ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში", - აღნიშნა მინისტრმა. ჯანელიძის განცხადებით, ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მისი შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით დღეს ვაშინგტონში მნიშვნელოვანი გზავნილები გაისმა. "ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო განსაკუთრებით მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან, კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით", - დასძინა მინისტრმა. გარდა ამისა, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ პლენარულ სესიაზე ასევე საუბარი შეეხო ხალხთაშორის მიმართულებით ურთიერთობებს, განათლების სფეროსა და დემოკრატიის განვითარების კუთხით თანამშრომლობას. "დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, დღეს ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელიც მისასალემებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ. სხდომას საქართველოს მხრიდან უძღვებოდა ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიჩელი.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)