|
2018-05-21 10:55:34, 1329 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა. „პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)