|
2018-05-18 21:50:00, 1337 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მე დღეს გამიმყარდა იმის რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საიმედო ხელშია
შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. „უსაფრთხოების მაღალი დონე არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც დადასტურებულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით და ამ მიღწევას ესაჭიროება არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ შემდგომი განმტკიცებაც. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ძალიან გულწრფელი მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრისგან და ასევე მოვისმინეთ ცვლილებების მკაფიო ხედვა, რომელიც ვფიქრობ უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის და კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხედვისთვის მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის“, - აღნიშნა კობახიძემ. მან 12 მაისის საპოლიციო ღონისძიებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ოპერაციას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო ასევე პროპორციული. ,,ეს რწმენა მე დღეს გამიმყარა იმ მოხსენებამ და განსაკუთრებით კითხვა-პასუხმა, რომელიც მოვისმინე დღევანდელ სხდომაზე. იყო არა ერთი ინფორმაცია, დეტალები მოწოდებული სპეცოპერაციაზე და სწორედ ეს ყველაფერი მეტყველებს მიზნის ლეგიტიმურობაზე და ასევე ჩარევის პროპორციულობაზე. აქ საუბრობდნენ კოლეგები და ის ფაქტები არც ერთი თუნდაც სხეულის მსუბუქი დაზიანება , არც ერთის საჩივარი ომბუდსმენთან, ასევე გენერალურ ინსპექციაში მეტყველებს იმაზე, რომ პოლიცია მოქმედებდა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად და იყო ჰუმანურობის მაღალი სტანდარტი გამოვლენილი ამ ოპერაციის დროს. .რაც შეხება აქციებს და აქციებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას. ამ დღეების განმავლობაში გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა შესაძლებელია თურმე რაციონალური და ჰუმანური მიდგომით, სისასტიკისა და ადამიანების მიმართ არაჰუმანური მიდგომის გარეშე. ჩვენ გვახსოვს აბსოლუტურად განსხვავებული პრაქტიკა 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლება სისასტიკეს, არაჰუმანურ მიდგომას უპირისპირებდა გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს 2012 წელს და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო პოლიციის მიდგომა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ამ აქციებთან მიმართებით პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი გარდა სხვა ინდიკატორებისა იყო, იმედგაცრუებული ოპონენტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ოპოზიციის წარმომადგენლები, ბატონი ნიკა გვარამიას სახე, მისი გაფითრებული სახე არ დაგვავიწყდება ჩვენ, როდესაც მშვიდობიანად დასრულდა ეს მოვლენები თბილისში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს იმისთვის რომ ისინი პატრიოტული სულისკვეთებით , პროფესიონალურად ემსახურებიან თავის საქმეს, ჩვენს ქვეყანას. პოლიციელის პრესტიჟისა და ღირსების დაცვა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ საქმეში საქართველოს პარლამენტი როგორც ინსტიტუტი, ბუნებრივია თავის მაქსიმალურ წვლილს შეიტანს. მე მინდა პირადად ვიცე პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას გადავუხადო მადლობა, ძალიან დამაჯერებელი მოხსენებისთვის, კითხვა პასუხისთვის, მართალი მოხსენებისთვის . მე დღეს გამიმყარდა იმის რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საიმედო ხელში, ის რეფორმები რომელიც უნდა განხორციელდეს სამინისტროში, არის საიმედო ხელში და ამისათვის უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი გახარიას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)