|
2018-05-17 18:57:11, 1607 ნახვა
კომენტარი
ნინო ბოლქვაძე: აქაურობას სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ სანამ თითოეული ადამიანის უფლება არ იქნება დაცული
ლგბტ აქტივისტის და მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ქვეყანაში ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები დაცული არაა. ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება თემის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ამის მაგალითად მას 2013 წლის 17 მაისი მოჰყავს. მისივე ინფორმაციით, აქციაზე რომელიც გუშინ გაუქმდა 1500-მდე პირი აპირებდა გამოსვლას. "ბოლო 5 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აწარმოა რეპრესიული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე ქმედებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ეს ქმედებები ისედაც მიმართული იყო სტიგმატიზებული ჯგუფების ჩაგვრისკენ მას შემდეგ, რაც 12 მაისს შეუვარდა კლუბებს; დაარბია იქ მყოფი ადამიანები. ამის შემდეგ შეზღუდა პროტესტის მუხტის მქონე ადამიანების საჯაროდ შეკრების თავისუფლება პარლამენტთან. ხელი შეუწყო იმ დაჯგუფებებს, რომლებიც არიან ძალადობისკენ მოწოდებებით, რომლებიც არიან ხელისუფლების მიერვე დაორგანიზებულები და ხელისუფლების ხელშეწყობით ახორციელებენ სტიგმატიზებული ჯგუფის წარმომადგენლებზე თავდასხმას ან მუქარებს. ამის შემდგომ გაუქმდა აქცია და ამ აქციაში დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი აპირებდა მონაწილეობას. ადამიანები ვინც დღეს აქ მოვალთ ვიცით რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, ეს არს ილუზია. აქაურობას სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ ჯერჯერობით, სანამ თითოეული ადამიანის უფლება აქ არ იქნება დაცული", - განაცხადა ბოლქვაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)