10:55 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 12:44:33, 662 ნახვა

რეგიონი
წილკანში „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა.

მინდვრის დღეები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს.

მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის და ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, აღდგენილი ჯიშები და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში,  მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახურმა შვრიის ახალი ჯიში „არგო“, ასევე, სიმინდის, ხორბლის და ჭვავის აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები წარმოადგინა. 

“დამაკმაყოფილებლად მივიჩნევთ პროექტების საცდელი მეთოდების დაგეგმისა და მათი მიმდინარეობის მდგომარეობას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა გამორჩეული ჯიშების ელიტური მეთესლეობის სამუშაოების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალება იქნება ფერმერებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მშენებარე მეაბრეშუმეობის სადგური დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics