|
2018-05-16 12:16:59, 2912 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 5 მაისს გამართული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ნავალნი ამ გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს. „მე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ და არ მჭირდება დამატებითი კანონები, რომ გამოვიყენო ჩემი კონსტიტუციური უფლებები“, – განაცხადა ნავალნიმ სასამართლოს დარბაზში. მისი თქმით, მოსკოვის მერია აქციის გამართვის ტაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა მიტინგის გასამართად ნორმალური ადგილი არ შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით „ის ჩვენი ხელმწიფე არ არის“. აქციების დროს დააკავეს 1600-მდე ადამიანი. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები და ჟურნალისტები.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)