|
2018-05-15 12:52:20, 1385 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე სამადაშვილს: ევროპული იდეა რუსთაველზე მაშინ მარცხდებოდა, როდესაც დემონსტრანტებს არბევდნენ
„ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე მაშინ, როდესაც არბევდნენ დემონსტრაციებს, აკავებდნენ და კლავდნენ ადამიანებს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომელმაც ხელისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციებისას გამოჩენილი კონტრაქციის წევრების იდეოლოგიისა და ქმედებების დაშვებისთვის გააკრიტიკა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვირას დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და სახელმწიფო ასევე გააგრძლებს მომავალშიც. „დღეს საქართველომ დემოკრატიული განვითარების მაღალი დონისა და მაღალი სტანდარტის მაგალითი აჩვენა. ამით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება საკითხისადმი მიდგომას ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შემუშავდება ისეთი მიდგომები და პოლიტიკა, რომელიც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების კითხვებს უპასუხა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)