|
2018-05-15 10:23:09, 2170 ნახვა
მსოფლიო
52 დაღუპული და 2700-მდე დაშავებული - ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება
ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 52 პალესტინელი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი ორი ათასს აჭარბებს. ასზე მეტ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიღებული. გარდაცვლილთა შორის კი 12, 14 და 16 წლის მოზარდებიც არიან. არეულობა ისრაელსა და ღაზას სექტორის საზღვარზე იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია გუშინ გაიმართა. ისრაელის საზღვართან რამდენიმე ათასი პალესტინელი შეიკრიბა. მათგან რამდენიმემ ისრაელის ჯარისკაცებს ქვები ესროლა და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა, რა დროსაც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინის ჯანდაცვის მინისტრო ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მოკლული პალესტინელების რიცხვი თანდათანობით იზრდება. თავისმხრივ ისრაელის მხარე აცხადებს, რომ პალესტინელები არ დაუხოცავს და მათ წინააღდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ღაზის სექტორში მთლიბანობაში 35 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. ცნობისთვის, აშშ-ს გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ეგვიპტე გმობენ. ღაზა-ისრაელის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს „აღმაშფოთებელს“ უწოდებს გაერო. პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ საერთაშორისო სამართლით დადგენილი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. გაეროში პალესტინის წარმომადგენელი რიად მანსური უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)