|
2018-05-14 13:03:38, 730 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა
ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ცნობილი სპორტსმენის მუხრან-ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სპორტულ ასპარეზობაში, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, 12 ქვეყნის 150-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებულები 10 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 63 წონით კატეგორიაში ირანელ მეტოქესთან გამარჯვება ქართველმა ფალავანმა ლერი აბულაძემ მოიპოვა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვა. ზურაბ პატარაძე მიესალმა საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებსა და ბერძნულ-რომაული სპორტის გულშემატკივრებს. აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მათ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც რეგიონში მოქმედი სპორტული სექციები თანამედროვედ მოწყობილ სივრცეებში განთავსდება. მისი თქმით, აჭარის მთავრობა მუშაობს როგორ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, ისე საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვისა და რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად ქცევის მიმართულებით. სპორტული ტურნირი საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ცეკვები და გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საერთაშორისო სპორტული ტურნირი ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)