|
2018-05-13 18:14:57, 1383 ნახვა
კომენტარი
ჩიხრაძე: უმთავრესია, სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც დღეს საღამოს აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისათვის" მივიდა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესია, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია და პროვოკაციული მოქმედებები. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის დავალებით ვაკვირდებით და მომავალშიც დავაკვირდებით აქციის მიმდინარეობას. ის, რომ განხორციელებული სპეცოპერაციის გარშემო არსებობს ბევრი კითხვა უკვე ეს ფაქტია და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაიცემა ოფიციალური ორგანოებისაგან შეკითხვები, სამწუხაროდ, უფრო მატულობს და არ კლებულობს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს ხანებში შეკითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი, საზოგადოებამ მიიღოს ცხადი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. რა ნაბიჯებს გადადგამენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ეს თავად მათი გადასაწყვეტია. მთავარია, აქ არ მოხდეს რაიმე ისეთი, რაც დაძაბავს სიტუაციას, რაც იქნება პროვოკაციული", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკვე მეორე დღეა აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს. ისინი 12 მაისს, კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომაა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)