16:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 15:15:11, 1546 ნახვა

პოლიტიკა
EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ფაქტს გაასაჩივრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვების აშლას სასამართლოში გაასაჩვრებს.

"დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვების დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე მყოფი აქციის მონაწილის განმარტებით, ამ დროისთვის, კარვებში აქციის 10-მდე მონაწილე იმყოფებოდა, რომლებმაც ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს. აქციის მონაწილის განმარტებით, დილით, დაახლოებით 30-მდე პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და მოსთხოვა მათ კარვების დაშლა. თუმცა პოლიციას არ გაუკეთებია განმარტება რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა დემონტაჟს.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა, გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყეს რაც, პრემიერ-მინისტრმა მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კარვები გაიშალა ტროტუარზე. შესაბამისად, კარვები ხელს არ უშლიდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას. არ მომხდარა შენობის შესასვლელების ბლოკირება, ან სხვა ფორმით საქმიანობის ხელშეშლა. ამის გათვალისწინებით, პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟი იყო უკანონო. - წერია ორგანიზაციის განცხადებაში

EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ამ ფაქტს გაასაჩივრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
ირაკლი კუპრაძე: ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს - ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics