2018-05-13 14:40:58, 1412 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ კარვები აიღო
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება
პოლიციამ განმუხტა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები უკვე აიღეს. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.
„პარლამენტთან ვიქნებით, სანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
ავტორი: ,