11:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 18:39:50, 1370 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: ხელისუფლება შემძვრალია ბუჩქებში და იმალება, მაგრამ დიდხანს ვერ დაიმალებიან

ისეთი საგიჟეთი, როგორიც გუშინ ღამით ხდებოდა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიზემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ „ექპრესნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, ხელისუფლების არცერთი წარმომადეგენელი მოსახლეობასთან არ გამოსულა.

მისივე თმქით, აქციის მონაწილეების და პირადად „გირჩი“- ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყნაში ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს.

„შეიცვალოს ნაკოპოლიტა ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ხელისუფლებას საღი აზრის ფარგლებში აქამდეც უნდა გაეკეთებინა ეს - ან პრემიერი ან ქალაქის მერი უნდა გამოსულიყო და აქ მდოგმი ხალხისთვის პასუხი უნდა გაეცა თუ რა ხდება ქვეყანაში.  პარლამენტის შენობასთან ამდენი ათასი ადამიანია გამოსული და კაციშვილი არ გამოდის. ვითომ გუშინ არაფერი მომხდარა. ვითომ აქ მთელი ქვეყნის პოლიცია არ იყოს მობილიზებული და ვითომ აქ წუხელ ხალხი არ უცემიათ. შემძვრალი არიან ბუჩქებში და იმალებიან მაგრამ დიდხანს ვერ დაიმალებიან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აქციები პერმანეტულ ხასიათს მიიღებს. მანვე ორგანიზატორები და მონაწილეები შეთანხმდებიან აქციის ფორმატზე.

„ჯერჯერობით, არ ვართ შეთანხმებული რა ფორმატში გაგრძელდება ეს აქციები. შეიძლება პერმანენტულად გაგრძელდეს. შეიძელება  ნაწილი ღამისთევით დარჩეს. ნაწIლმა დღისით შეცვალოს.  ამაზე მოგვიანებით შებჯერდებით“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics