|
2018-05-11 19:23:22, 1482 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მართლაც იყო მცირე გაუგებრობები, თუმცა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, საკითხი ამოწურულია
„მართლაც იყო გუნდში მცირე გაუგებრობები, თუმცა როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, საკითხი ამოწურულია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშილის დაბრუნება გუნდში კოორდინაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. „იყო გუნდში მცირე გაუგებრობები და ამასთნ დაკავშირებით პარტიაში ჩვენ გვქონდა არაერთი კონსულტაცია. როგორც ხედავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე გაუგებრობები ამოწურულია და კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ინტეგრაცია გუნდის შიგნით იქნება უფრო მაღალი და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებსაც გახდის უფრო აქტიურს. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო, ხოლო შემდგომში ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ მეტი დინამიურობა, მეტი აქტიურობა გამოჩინოს“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ყრილობამ ასევე პატიის განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)