|
2018-05-11 16:03:43, 1680 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ბესელიას თქმით, ყოფილ პრემიერს შესწევს უნარი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეცვალოს. "ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო, შემდეგი ეტაპი. ნებისმიერ მმართველ პარტიას, რომელიც არჩევნებს ატარებს, სჭირდება განახლება და ახალი ძალების კონსოლიდირება, ასევე სჭირდება ახალი ხედვა. მოქმედი თავმჯდომარე გახლავთ პრემიერ-მინისტრი. მის მიმართ შემიძლია მადლიერება გამოვხატო - მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა ქვეყანაში და ძალიან რთულია პარტიის ყოველდღიურ რეჟიმში იმ დოზით ჩართვა, როგორც ეს პარტიას სჭირდება განსაკუთრებით როდესაც ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები. ივანიშვილის გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო ამ პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. თუ კი რამე არის უკეთესად გასაკეთებელი ეს შესაძლებელია ახლა და ამ ეტაპიდან. ივანიშვილის ფაქტორი მუდმივად ახლავს ამ პარტიის ისტორიას. ეს განსაკუთრებული ეტაპია, როდესაც პარტიის დაფუძნებიდან 6 წელში ის ბრუნდება. ამას ვუყურებ ძალიან დადებითად. მას შეუძლია ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს და ამის რესურსი აქვს",-განაცხადა ბესელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)