|
2018-05-10 13:43:48, 1366 ნახვა
კომენტარი
ბესელია: არავითარი პომპეზურობა არ იქნება, საქმიანი, კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა გაიმართება
არავითარი პომპეზურობა არ იქნება, საქმიანი, კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა გაიმართება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყრილობის მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ არჩევა იქნება, რომელიც ერთადერთი კანდიდატია. „ჩვენ მიერ დადგენილი წესებით მოხდება დელეგატების არჩევა და ჩვენვე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დავასახელეთ. მთავარი მოვლენა ამ ყრილობის იქნება თავმჯდომარის არჩევა. ბიძინა ივანიშვილია დასახელებული ერთადერთ კანდიდატად და მე ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რასაც მე მივიღებთ პარტიის ყრილობაზე და მე პირადად მგონია რომ ეს პარტიისთვის იქნება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის სიმტკიცისთვის და უკეთესი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. არავითარი პომპეზურობა არ იქნება. იქნება ძალიან საქმიანი კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა, რომლის მთავარი მოვლენა ის არის, რომ ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილში“ გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)