|
2015-05-25 14:04:27, 793 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილის მტკიცებით, საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნის საკითხზე, ბიზნესთან და ბანკებთან კონსულტაციები გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის შესაძლო გამიჯვნის საკითხზე ბიზნესწრეებთან კონსულტაციები გაიმართა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კოალიციურ რეჟიმშიც მიმდინარეობდა. "რა თქმა უნდა, იყო კონსულტაციები როგორც ბიზნესთან, ასევე თავად ბანკების წარმომადგენლებთან, კოალიციურ რეჟიმშიც მიმდინარეობდა ამაზე მსჯელობა.დღეს სავარაუდოდ, თავად პარლამენტის ბიუროზე დაფიქსირდება ამის შესახებ პოზიცია",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კითხვაზე- შესაძლოა თუ არა, რომ კანონპროექტი გაიწვიონ, კვირიკაშვილმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება არც ფინანსთა მინისტრმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა/ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ისურვეს: "ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, საქართველოს პარლამენტი განიხილვს ამ საკითხებს და მიიღებენ გადაწყვეტიელბას, მათი ინიციატივაა",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. "ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბრებ",-განაცხადა კახი კალაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გაიმიჯნება და ცალკე სააგენტო შეიქმნება.საუბარია იმის შესახებ, რომ საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეულმა ცვლილებემა შესაძლოა რყევის სერიოზული ნიშნები შექმნას.ბიზნესორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნა, არა მოლოდ საბანკო სექტორს, არამედ ბიზნესს და საინვესტიციო კლიმატს დააზიანებს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)