|
2018-05-09 17:21:40, 1815 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის (NIB) პირველ ვიცე-პრეზიდენტს, თომას ვრანგდალს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში, საქართველოსა და ბანკს შორის გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში დაიწყება თანამშრომლობა. „ფინანსურ რესურსთან ერთად, მნიშვნელოვანია ისეთ თემებზე მუშაობა, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა და განათლება. ჩრდილოეთის ქვეყნებს, რომელშიც შედიან სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები, ამ საკითხებში აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება ეს თანამშრომლობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. „ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ტემპი, რომლითაც საქართველო მუშაობს თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა და ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის დაიწყება აქტიური პარტნიორობა“, - აღნიშნა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)