|
2018-05-08 23:33:07, 1762 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტი არასდროს ყოფილა გამაერთიანებელი - ის გვახსოვს, როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური დაპირისპირებების პროვოცირებაში დაადანაშაულა. კობახიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი არასდროს ყოფილა გამაერთიანებელი და მისი ქმედება ყოველთვის იყო მხარეებს შორის გამყოფი. „არც ერთი ეპიზოდი მის 5-წლიან საპრეზიდენტო კარიერაში არ მოიძებნება, სადაც პრეზიდენტო გამოდიოდა, როგორც გამაერთიანებელი. ის ძალიან ხშირად გვახსოვს, როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი. პირადად ჩემთვის ამის ნათელი მაგალითია საკონსტიტუციო რეფორმა. ნაცვლად იმისა, რომ მას კონსტრუქციული როლი შეესრულებინა საკონსტრიტუციო რეფორმაში ის არ შემოვიდა საერთოდ კომისიაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით და ტავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. აქაც მან შეასრულა დესტრუქციული როლი, რაც ზოგადად მისი კარიერისთვის დამახასიათებელია. გიორგი მარგველაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, რაც ძალიან სამწუხაროა. საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტი კრიტიკის საგანიც არ უნდა იყოს. ამ ტრადიციას შესაბამისი ქვეყნები ინარჩუნებენ - ეს არის ევროპული პრაქტიკა. ჩვენთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ბოლო გამოსვლაზე პარლამენტში ის ყველას კრიტიკის საგნად იქცა, გამონაკლისი იყო მარტო "პატრიოტთა ალიანსი". მისი გამოსვლა პარლამენტში იყო ალიან სუსტი დაა ყველა მხარემ ის გააკრიტიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)