|
2015-05-25 12:58:35, 903 ნახვა
ეკონომიკა
უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ
ანაკლიის პორტის პროექტით უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები დაინტერესდნენ. ეს დაინტერესება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენელთა ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, კომპანიების - COSCO Pacific-ის, TEDA-სა და ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდა. COSCO Pacific მსოფლიოში სიდიდით მეოთხე პორტ-ოპერატორია მსოფლიოში, რომელსაც გლობალური ბაზრის 9% უჭირავს. TEDA - ეს არის უმსხვილესი თავისუფალი სავაჭრო-ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზონა, რომელიც ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი პროექტია. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, ეს არის მულტიმილიარდიანი სახელმწიფო ბანკი. კომპანიები მზად არიან განიხილონ ანაკლიის პროექტში პარტნიორობის საკითხები. უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოშიც ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან პორტის განვითარების შესაძლებლობებს. „ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ამ კომპანიებს არა მხოლოდ შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა, არამედ მზად არიან, განიხილონ ინვესტიციის ჩადების საკითხი და ასევე მოიზიდონ მომავალში ჩინური საწარმოები, რომლებიც შესაძლოა განთავსდნენ ანაკლიის თავისუფალ ინდუსტრიულ და სავაჭრო ზონაში. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ის პირდაპირ არის დაინტერესებული აბრეშუმის გზის განვითარებით. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი დაიწყებს პროექტის დაფინანსების განხილვას უკვე დიდი წარმატებაა ჩვენთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც აერთიანებს „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ჯგუფს“ ანაკლის პორტის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ტენდერის ბოლო ეტაპზე მონაწილეობს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)