06:34 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 12:43:13, 1557 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება

საქართველოს მთავრობის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება.

„მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს საქართველომ ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ ის, რაც ჩვენს სამართლებრივ თუ პოლიტიკურ შესაძლებლობებს შეიძლება ცდებოდეს. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მე ვფიქრობ სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება და არა მხოლოდ სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვითაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სარჩელს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics