|
2018-05-07 18:00:14, 1674 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა ნარკომომხმარებლების მიმართ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის. ამასთან, როგორც ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ნარკოპოლიტიკის თემაზე კანონპროექტის განხილვის ვადის გადაწევამ, შთაბეჭდილება არ უნდა შექმნას, რომ ამ პერიოდში არაფერი გაკეთდება. მისივე თქმით "არაფერი წინ არ უდგას ამ სხდომის გახსნას. იმედი მაქვს, მეტი ვადის გაგრძელება არ დაგვჭირდება. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიდეთ საბოლოო კონსესუსამდე. მესმის, ეს ურთულესი საკითხია, ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ პრინციპულ და მთავარ საკითხებზე ჩვენ მოვახერხეთ შეჯერება, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ და არის შეურიგებელი ნარკორეალიზატორების მიმართ. უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ეს პოზიციები შევაჯეროთ. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის, ეს ხდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში. ასევე მუდმივი შიდა კონსულტაციებიც მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიდრე მთავარი სხდომა დაინიშნება, იქამდე პოზიციების ჩამოყალიბება მოხდეს. გავაგრძელებთ მუშაობას რათა მივიდეთ საბოლოო კონსესუსამდე", - განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია. ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ ნორკოტიკული ინტოქსიკაციის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ სავარაუდოდ კლუბური ნარკოტიკი "მეთოდრონი" მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)