|
2018-05-07 17:13:18, 779 ნახვა
რეგიონი
ფერმერებს სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო. კონსტანტინე ხუცაიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს. კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობას ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge მიმდინარე წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)