|
2018-05-06 16:41:33, 1546 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანდრია: იმედია, მომავალ წლებში ერთად მივალთ სოფელ აძვისთავის ტაძარში და ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს
იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის სამების ეკლესიაში პარაკლისის დასრულების შემდეგ განაცხადა. „გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მოვდიოდით ქალებთან და ბავშვებთან ერთად სასულიერო პირები და რა უნდა ჩაითვალოს პროვოცირებად, ჩემთვის უცნაურია. იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და აქაურებიც და იქაურებიც ერთად ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ. დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, ღონისძიება რომლის ფარგლებშიც „ქართველი მღვდლები და მრევლი საზღვრის გადაკვეთას აპირებენ“, 5-6 მაისს არის დაგეგმილი. „ეს პროვოკაციული ქმედებებია, რომლებმაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს სიტუაცია“, - განაცხადა ჯიოევმა. მან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საკითხის დარეგულირებისკენ მოუწოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)