|
2018-05-04 16:05:26, 1808 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი ჟურნალისტებს: თქვენი სურათი რომ გამოსახონ პრეზერვატივებზე, გაგიხარდებათ?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზერვატივების ქართული ბრენდის, "აიისას" წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს დადებითად აფასებს. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წმინდანების პრეზერვატივებზე გამოსახვა მიუღებელია. "ჩვენ გვაქვს დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, რომ ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ, მითუმეტეს წმინდანებზე. აქედან გამომდინარე გააჩნია უკვე ვინ რა ზნეობრივი მორალით ხელმძღვანელობს. უხეში შედარება, რომ გვაკეთოთ - თითოეული ჩვეთაგანის ოჯახის წევრი რომ გამოსახონ იქ, როგორც ჩაითვლება ეს საზოგადოების მხრიდან?! მითხარით... მოგეწონებათ, რომ თქვენი ოჯახის წევრის სურათი იყოს მასზე გამოსახული?! თქვენი სურათი, რომ გამოსახონ გაგიხარდებათ?! მგონი არ გაგიხარდებათ. თუ ხართ ვინმე მაზოხისტი და საკუთარი სურათის დახატვას მოინდომებთ - არამგონია...ასეთ საზოგადოებას მე პატივს არ ვცემ და ვიცი, რომ თქვენ ღირსებით შემკული ხალხი ხართ", - განაცხადა ქუცნაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ „აიისას“ მიერ, პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების და ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის აღბეჭდვა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. კომპანია 500 ლარით დაჯარიმდა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მიეცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)