|
2018-05-03 21:31:37, 1805 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, 2 წლით ადრე გავეცი
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას 2 წლის წინ აქვს გაცემული პასუხი იმაზე, თუ რატომ შეუზღუდეს გუშინ პარლამენტში სიტყვის თავისუფლება. როგორც მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განმარტა, პასუხი იმაზე, თუ რატომ არ შეუძლიათ პრეზიდენტის მოსმენა, დეპუტატების კითხვებიდანაც ჩანდა. "პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, მე ორი წლით ადრე გავეცი, როცა პირველად მივედი ამ პარლამენტში და ვუთხარი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთდროულად დიდი შესაძლებლობაცაა და ამავე დროს დიდი საშიშროებაც. ამას ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალყურს - „საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია უნდა არსებობდეს და მხოლოდ ერთი პარტია უნდა საუბრობდეს თავის სიმართლეს“. აქეთ მიდის ქვეყანა და ამაზე ვუთხარი, რომ ბოლო წინადადებით, რითაც მივმართე პარლამენტს - ქვეყნის სტაბილურობისთვის და აგრეთვე თქვენი სტაბილურობისთვის, როგორც მმართველი პარტიის, მიხვდით რომ ზეჭარბი ხელისუფლება მოიპოვეთ, რომელსაც თქვენ ვეღარც იყენებთ. ისიც ვითხარი, რომ მე მინახავს შევარდნაძის ხელისუფლებაც, მინახავს "ნაციონალური მოძროაბის" ხელისუფლებაც, და ქვეყანას აღარ სჭირდება ერთი და იგივე ციკლზე ტრიალი. პასუხი იმაზე, რატომ არ შეუძლიათ ჩემი მოსმენა, ძალიან ნათელია და კითხვებიდანაც ჩანდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)