|
2018-05-03 20:23:45, 1891 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „სტარტაპ მეგობრულს“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი"
„ჩვენი მთავრობის ინიციატივას „სტარტაპ მეგობრული" უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი" და „Hubspots", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „სტარტაპ მეგობრულის" პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციაზე განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, პროექტი 2017 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. "შინაარსით ეს არის პროექტი, როდესაც განვითარებული კომპანიები ხელს უწყობენ სტარტაპებს, ქმნიან ისეთ სერვისებს, ისეთ გარემოს, ისეთ პროდუქტებს, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის," - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-პლატფორმაზე დაგისტრირდებიან „სტარტაპ მეგობრული" კომპანიები, რომლებიც განათავსებენ ინფორმაციას მათი სერვისების შესახებ, მეორე მხრივ, ამავე პორტალზე განთავსდება ცნობები „სტარტაპების" შესახებაც. შესაბამისად, ორივე მხარეს ერთ პორტალზე ექნებათ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა. "ზოგადად მსგავსი პლატფორმები, თანამშრომლობა სტარტაპებსა და განვითარებულ კომპანიებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ სტარტაპებს ეძლევათ უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობა და მეორე მხრივ, დიდი კომპანიები, ამ თანამშრომლობის შედეგად, შეძლებენ მეტი ახალი იდეა მიიღონ და მათი გენერირების კომერციალიზაცია მოახდინონ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. პროექტის „სტარტაპ მეგობრულის" პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციას როგორც სტარტაპების, ასევე „სტარტაპ მეგობრულის" სტატუსის მქონე კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. „სტარტაპ მეგობრული" გულისხმობს ისეთი კომპანიების მოძიებას, რომელთაც შეუძლიათ სტარტაპებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზება. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამაკავშირებელ ორგანოდ გვევლინება. კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული იმ შეთხვევაში, თუ მას აქვს სპეციალური პროდუქტი/სერვისი/ფასდაკლება სტარტაპებისთვის, აფინანსებს ან თანამშრომლობს მათთან. თავის მხრივ, სტარტაპ მეგობრულ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სტარტაპები მიიღებენ წვდომას შეღავათიან პროდუქტებსა და სერვისებზე, გარდა ამისა მათ პოტენციური ინვესტორის მოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)