|
2018-05-03 11:26:31, 1747 ნახვა
კომენტარი
პრემიერი თამბაქოზე: სიკვდილიანობის მხრივ კატასტროფული მდგომაროებაა - მოვუწოდებ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ კანონს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს გაგებით მოეკიდონ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 225 შეადგენს, რაც მისივე თქმით, საგანგაშო მაჩვენებელია. „1 მაისიდან დაიწყო თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა 10% შეადგენს მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში ეს მაჩვენებელი არის 22%. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ მოვუწოდებ მოქალაქეებს და ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები. დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ გაგებით მოეკიდოთ - განსაკუთრებით იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული კანონის აღსრულების ეფექტური კონტროლისკენ მოუწოდა. ‘რა თქმა უნდა მოვუწოდებ შსს-ს ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე ზემოქმედება და კონტროლი. მაგრამ როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქქეებთან ანამშრომლობა და მათი მხრიდან ამ პრობლემის გაგება თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)