|
2018-05-02 16:15:24, 1257 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და მთავრობა დარბაზიდან გაქცეულია, ეს მოსაწონი არ არის
„როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება და მთავრობა გაქცეულია დარბაზიდან, ეს მოსაწონი არ არის“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენმა მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ, აიკრიფნენ და წავიდნენ, ეტყობა საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად გაეშურნენ თბილისში. არ არის ეს ნორმალური. როდესაც პარლამენტში, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება, ჩვენს შორის - პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს საგნობრივი, სერიოზული საუბარი და მთავრობა ასე გაქცეულია დარბაზიდან, ნამდვილად არ არის ეს მოსაწონი. შეგახსენებთ პარლამენტის წევრებო, რომ აღვადგინოთ მთავრობის საათი, სირცხვილია, რისთვის არის პარლამენტი და მთავრობა, თუ ერთმანეთს არ ელაპარაკება“, - განაცხადა მარშანიამ. დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშილი მისთვის ასბოლუტურად მისაღები პიროვნებაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანას სხვა ხასიათის პრეზიდენტი სჭირდება. „ჩემი თვალსაზრისით თქვენ, როგორც ადამიანი და პიროვნება, მოაზროვნე, აბსოლუტურად მისაღები ადამიანი და პიროვნება ბრძანდებით, უბრალოდ, ჩვენს რთულ პოლიტიკურ რეალობაში ქვეყანას სხვა ხასიათის პრეზიდენტი სჭირდება. უფრო მკაცრი ხასიათია საჭირო“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)